12 სექ - დღეს
სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების უმცროსი სპეციალისტი
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 20

სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)


ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტის მხრიდან ხელმოწერილი სადაზღვევო შემთხვევის აქტის ვიზირებისა და თანხს გადარიცხვის კოორდინაცია;
  • მომხმარებლისგან დოკუმენტაციის ჩაბარება, არასრული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
  • კლიენტის მხრიდან მოთხოვნის ან საჭიროების შემთხვევაში სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერთან გადამისამართება;
  • ავტორიზირებული სადაზღვევო შემთხვევების შესახებ საჭირო ინფორმაციის მომხმარებლისა და შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება;
  • სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მენეჯერის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • რეპორტინგის წარმოება ადმინისტრაციულ დოკუმენტებზე.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • მნიშვნელოვანია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (საბანკო ან სადაზღვევო მიმართულება);
  • მნიშვნელოვანია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
  • საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.


პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის მართვის უნარი;
  • თავაზიანი.


გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: : hr@aldagi.ge 2024 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების უმცროსი სპეციალისტი


სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 53
უნიკალური ნახვები 53