16 სექ - 26 სექ
ტენდერი - პოლიგრაფიული ბეჭდვითი მომსახურება
თბილისი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599 72 89 25
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში იწვევს იურიდიულ პირებს პოლიგრაფიული ბეჭდვითი მომსახურების შესასყიდად ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
SOS Children’s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:
  • ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.
  • მომსახურების მიზანი:
  • პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობაში ჩართლი ახალგაზრდებისთვის ორი მცირე ზომის წიგნების დიზაინისა და პოლიგრაფიული ბეჭდვითი მომსახურება.
  • შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
  • პოლიგრაფიული ბეჭდვა:
  • წიგნი #1 - ზომა A5, თერმული აკინძვა, მუყაოს მყარი ყდით გლუვი ლამინაციით (ცალმხრივი) ფერადი ბეჭდვა; შიდა ფურცლები (48 ფურცელი - 96 გვერდი) 115-130 გრამიანი, შავთეთრი ბეჭდვა, რაოდენობა 400 ცალი;
  • წიგნი #2 - ზომა A5, თერმული აკინძვა, მუყაოს მყარი ყდით გლუვი ლამინაციით (ცალმხრივი) ფერადი ბეჭდვა; შიდა ფურცლები (48 ფურცელი - 96 გვერდი) 115-130 გრამიანი, ფერადი ბეჭდვა, რაოდენობა 400 ცალი;

დიზაინი და დაკაბადონება:
  • წიგნი #1 – ა) ყდის დიზაინისა და 10 შავ-თეთრი არტ-ილუსტრაციის შემქნა; ბ) 48 ფურცელის (96 გვერდი) დაკაბადონება და პოლიგრაფიული ბეჭდვის შესაბამის ფორმატში მომზადება;
  • წიგნი #2 – ა) ყდის დიზაინისა და 10 ფერადი არტ-ილუსტრაციის შემქნა; ბ) 48 ფურცელის (96 გვერდი) დაკაბადონება და პოლიგრაფიული ბეჭდვის შესაბამის ფორმატში მომზადება;
  • სატენდერო განაცხადში მონაწილე პირების შერჩევის კრიტერიუმები და წარსადგენი დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს:
  • იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული ბეჭდვისა და სხვადასხვა ვიზუალური მასალის დამზადების (დიზაინი) წარმოების 3 წლის გამოცდილება;

ტექნიკური განაცხადი:
  • დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

ტენდერში მონაწილე კომპნიის რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, საჯარო რეესტრის ამონაწერი;
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა მოცემული სამუშაოს შესასრულებლად;
ორგანიზაციის პორტფოლიო (ბოლო 3 წლის გამოცდილების ისტორია);
ტენდერში მონაწილე კომპანიის დასახასიათებლად 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია წარსულში გაწეული მომსახურების მიმღები პირები).
ფასის განაცხადი და ვადები შესასრულებელი სამუშაოების შესაბამისად.

ფასის განცხადი
მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით დ.ღ.გ.ს გარეშე.

თანხის გადახდის პირობები:
  • მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ა/ფ, მიღება-ჩაბარების აქტი) არაუგვიანეს 10 დღისა.
  • წინადადებები შეფასდება შემდები კრიტერიუმების გათვალისწინებით:
  • მოწოდებული დოკუმენტაცია - 10%
  • შემოთავაზებული მომსახურების ფასი - 45%
  • შემოთავაზებული მომსახურების ხარისხი და გამოცდილება - 45%

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე: contact@sos-kd.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ,,ბეჭდვითი მომსახურება“. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროექტის მენეჯერს ნინო ნუცუბიძეს nino.nutsubidze@sos-kd.ge ან დაუკავშირდით ნომერზე +995 599 72 89 25;

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2024 წლის 26 სექტემბერი, 18:00 საათი.

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
ტენდერი/კონკურსი
ტენდერი
ნახვები 9
უნიკალური ნახვები 8