18 სექ - 25 სექ
ტენდერი სასტუმრო მომსახურების შესყიდვაზე
თბილისი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს ტენდერს სასტუმრო მომსახურების შესყიდვაზე
ასოციაცია „საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფელი“ პროექტის ,,ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ ფარგლებში იწვევს იურიდიულ პირებს ქალაქ თბილისში სასტუმროს მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
SOS Children’s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება პროექტი - „ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა", ასოციაცია „საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფლის“, ,,კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის”, ,,საზოგადოება ბილიკისა“ და ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ერთობლივი პარტნიორობით. პროექტის მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.
მომსახურების მიზანია:
ქალაქ თბილისში ვიზიტორების სასტუმროთ მომსახურება.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

სასტუმრო მომსახურება ოთხი ვიზიტორისთვის

ოთხი ვიზიტორისთვის ერთადგილიანი სასტუმროს ნომერი (საუზმით):
  • 2024 წლის 12 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით – 1 ვიზიტორისთვის (7 ღამე)
  • 2024 წლის 13 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით - 1 ვიზიტორისთვის (7 ღამე)
  • 2024 წლის 13 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით - 1 ვიზიტორისთვის (6 ღამე)
  • 2024 წლის 13 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით - 1 ვიზიტორისთვის (8 ღამე)

ტექნიკური განაცხადი:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი);
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
  • შემოთავაზებული სასტუმროს ნომრების ფოტო ან/და ვიდეო მასალა;

ფასის განცხადი
მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით დღგ-ს გარეშე.

თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ა/ფ, მიღება-ჩაბარების აქტი) არაუგვიანეს 10 დღისა.

წინადადებები შეფასდება შემდები კრიტერიუმების გათვალისწინებით:
მოწოდებული დოკუმენტაცია - 10%
შემოთავაზებული მომსახურების ხარისხი - 45%
შემოთავაზებული მომსახურების ფასი - 45%

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარადგინოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 25 სექტემბერი, 18:00 საათი.
დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ელ. ფოსტაზე nino.nutsubidze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე +995 599 728 925; გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ,,სასტუმროს მომსახურება“.
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ტენდერი/კონკურსი
ტენდერი
ნახვები 7
უნიკალური ნახვები 7