17 სექ - 25 სექ
სარელეო დაცვის სპეციალისტი
მცხეთის მუნიციპალიტეტი
რუსთავი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება

პოზიციის დასახელება: სარელეო დაცვის სპეციალისტები
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, მცხეთა, რუსთავი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 25 სექტემბერი, 2024 წ.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს სარელეო დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები და ვალდებულებები:
  • სარელეო დაცვის, ელექტროავტომატიკის მოწყობილობების, მეორადი კომუტაციის სქემების, დენის და ძაბვის ტრანსფორმატორების წრედების გაწყობა-გამოცდასა და გეგმიურ საექსპლუატაციო შემოწმებებში მონაწილეობის მიღება;
  • გრაფიკის მიხედვით სარელეო დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობების პროფილაქტიკურ და აღდგენით სამუშაოების შესრულება;
  • ავარიის შემდგომი აღდგენითი სამუშაოების შესრულება;
  • დირექტიული მასალებისა და მეთოდური მითითებების შესრულება;
  • ყოველდღიური ანგარიშების წარდგენა
  • დაცვის და ავტომატიკის მოქმედების სისტემატიური აღრიცხვა;
  • საჭიროების შემთვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის

მოთხოვნები:
  • უმაღლესი ელექტროტექნიკური განათლება
  • უსაფრთხოების III საკვალიფიკაციო ჯგუფი.
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2024 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
ენერგეტიკა
ენერგეტიკა (ზოგადი)
ნახვები 35
უნიკალური ნახვები 35