17 სექ - 25 სექ
ტრანსფორმატორების სარემონტო საამქროს უმცროსი სპეციალისტი/სტაჟიორი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სამტრედია
  • სტაჟირება
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 4 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
თანამდებობის დასახელება: ტრანსფორმატორების სარემონტო საამქროს უმცროსი სპეციალისტი/სტაჟიორი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილი: სამტრედია
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 25 სექტემბერი, 2024წ.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს ტრანსფორმატორების ტრანსფორმატორების სარემონტო საამქროს უმცროსი სპეციალისტი/სტაჟიორის პოზიციაზე

მოვალეობები და ვალდებულებები:
  • კომპანიის მფლობელობაში არსებული 10/6/0,4-0,22 კვ-ის ძალოვანი ტრანსფორმატორების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების წარმოება.
  • ტრანსფორმატორების სარემონტო საამქროში არგონით შედუღების კვალიფიციური სამუშაოების შესრულება (სასურველია აირშედუღებისა და ელ შედუღების სამუშაოების წარმოება)
  • ტრანსფორმატორების სარემონტო და ზეთის დამამუშავებელი მოწყობილობების ზედმიწევნით ცოდნა, მათი სწორი ექსპლუატაცია საქარხნო ინსტრუქციებისა და ელ. დანადგარების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დაცვით, მოწყობილობებზე მარტივი სახის დაზიანებების აღმოფხვრა.
  • ყოველი კონკრეტული სამუშაოს მიმდინარეობაში, უზრუნველყოფს სამუშაოების დროულ და ხარისხიანად შესრულებას.
  • სამუშაო ადგილის უშუალო დათვალიერება და შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა
  • ამწე მექანიზმებით ტვირთების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა
  • ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხო წარმოებაში, გრაგნილების დახვევისა და სატრანსფორმატორო ზეთების დამუშავების პროცესში მონაწილეობა
  • ტრანსფორმატორების შრობის პროცესში მონაწილეობა

მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება.
  • უსაფრთხოების ტექნიკისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების ცოდნა
  • სპეციალობით მუშაობის არანაკლები 4 წლის გამოცდილება.
  • არგონის აპარატით შედუღების სამუშაოების ჩატარების ცოდნა
  • უსაფრთხოების მე-IV–ე საკვალიფიკაციო ჯგუფი.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge 2024 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
ენერგეტიკა
ენერგეტიკა (ზოგადი)
ნახვები 22
უნიკალური ნახვები 21