დღეს - 18 ოქტ
ელექტრო-ინჟინერია - პროფესორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პოზიციის დასაკავებლად
აკადემიური კონკურსი ცხადდება შემდეგ მიმართულებაზე: ელექტრო-ინჟინერია - პროფესორი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ელექტრო-ინჟინერიის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და ასევე:
  • უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში აღიშნული მიმართულებით 10 წელზე მეტი აკადემიური და კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
  • კვლევითი საქმიანობის გამოცდილება ციფრული სიგნალების დამუშავების, სურათების და ვიდეო დამუშავების მიმართულებით.
  • ინტენსიური პეგდაგოგიური საქმიანობის გამოცდილება ისეთ საგნებში, როგორიცაა: მიკროპროცესორები, მიკროკონტროლერები და ჩაშენებული სისტემები, ელექტრული წრედები, ელექტრული წრედების დიზაინი, კომპიუტერული არქიტექტურა.
  • საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • აღნიშნული მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობის განხორცილების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნასა და სამუშაო გამოცდილებას.

აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 10 ოქტომბრიდან - 2024 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
  • ბიოგრაფია (CV);
  • სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
  • შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი;
  • ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • პუბლიკაციების ჩამონათვალი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დოკუმენტაციის მიიღება ხდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი -https://form.jotform.com/242522869387469
კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება ან/და საჩვენებელი ლექცია საჭიროების შემთხვევაში.
კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2024 წლის 16 ოქტომბრიდან 2024 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო გასაუბრება ან/და საჩვენებელი ლექცია საჭიროების შემთხვევაში საკონკურსო კომისიასთან გაიმართება 2024 წლის 22 ოქტომბრიდან - 2024 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.
შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირებთან შეთანხმების საფუძველზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, კახა ბენდუქიძის კამპუსი
ვებ-გვერდი: www.freeuni.edu.ge
ელ.მისამართი: Vacancy@freeuni.edu.ge
მეცნიერება/განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები 7
უნიკალური ნახვები 7