დღეს - 19 ოქტ
წარმოების ხელმძღვანელი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სუპერმარკეტი თურსა აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: წარმოების ხელმძღვანელს
მისამართი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის N13
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიურად საწარმოო პროცესების დაგეგმვა და წარმოების პროცესის მართვა;
  • წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის რეცეპტურების მიხედვით კალკულაცია და დამხმარე მასალების ნაშთების კონტროლი;
  • წარმოების ბიუჯეტირების მართვა
  • ასორტიმენტის გაზრდაზე ზრუნვა
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი HACCP ის
  • საწყობების მართვა (ნედლეულის, მზა პროდუქციის და უკან დაბრუნების საწყობი)
  • მარკირების ორგანიზება და მართვა
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
  • პროგრამის დახმარებით ნედლეულის მზა პროდუქციად გარდაქმნა;
  • გარდაქმნილი პროდუქციის ნაშთებისა და მარაგების კონტროლი;
  • აპექსისა და rs.ის შესაბამისობის კონტროლი;
  • ბუღალტერიის მიერ მოთხოვნილი საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • პროგრამის დახმარებით სხვადასხვა რეპორტების ამოღება და მათი ანალიზი.
  • შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები.

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია აპექსის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
  • სასურველია, მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 -წლიანი სამუშაო გამოცდილება კვების ინდუსტრიაში
  • სასურველია, განათლება კვების ინდუსტრიის მიმართულებით; საწარმოო და ოპერაციული მენეჯმენტის მიმართულებით ბიზნესში.
  • სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • გუნდის მართვის და საქმის დელეგირების უნარი
  • MS Office-ის და EXCEL-ის პრაქტიკული ცოდნა;
  • წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა);

მოთხოვნები:
  • სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • არსებული სტანდარტების დაცვის უნარი
  • სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Tursahr@gmail.com გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - „წარმოების ხელმძღვანელი“
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.

წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
ნახვები 0
უნიკალური ნახვები 0