დღეს - 22 ოქტ
არქიტექტორი
თბილისი, საბურთალო, ს.ცინცაძის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „ევროპანელ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქ. #12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:
  • არსებულ პროექტებზე მასალის მოცულობების გამოთვლა;
  • ფასადზე არსებული კონსტრუქციისა და ქვეკონსტრუქციის გრძივი მეტრობის, კვ/მ-ბისა და 2D ნახაზების შედგენა;
  • არსებულ პროექტზე საჭირო მასალების მორგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი არქიტექტურის მიმართულებით;
  • ArchiCAD და AutoCAD არქიტექტურული პროგრამების ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • მოწესრიგებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hr@europanels.ge
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებებს!
სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი
ნახვები 4
უნიკალური ნახვები 4