დღეს - 23 ოქტ
სტანდარტი
ოფისის თანამშრომელი
თბილისი, დიღმის მასივი, ესმა ონიანის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
“მედიქალ ვორლდი” 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აპარატურის იმპორტს. ორგანიზაციის მისია, თანამედროვე სამედიცინო ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი, სრული და ხარისხიანი სამედიცინო აპარატურით უზრუნველყოფაა. კომპანიის პერსონალი დაკომპლექტებულია მაღალკვლიფიციური ინჟინრებით და მისი ძირითადი პრიორიტეტი თანამედროვე და ხარისხიანი სამედიცინო აპარატურის იმპორტია.

“მედიქალ ვორლდი” აცხადებს ვაკანსიას ოფისის თანამშრომლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ესმა ონიანის 32.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 );
ანაზღაურება : ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაოს აღწერა:
  • ოფიციალური წერილების ინგლისურ ენაზე შედგენა;
  • ელექტრონული ფოსტის სისტემატური კონტროლი;
  • ორგანიზაციის სატელეფონო ნომერზე შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა;
  • შემოსულ მოთხოვნებზე ხარისხიანი და სწრაფი რეაგირება;
  • კომპანიის ადმინისტრაციის სხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით);
  • სავალდებულოა ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • ინიციატივის გამოვლენის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა;

ჩვენთან დაგხვდებათ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
  • ბენეფიტები: -50%-იანი ფასდაკლება ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც)

კანდიდატები, გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
  • რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ–გვერდზე: mworld.ge
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები 19
უნიკალური ნახვები 15