დღეს - 06 ოქტ
უსაფრთხოების ოფიცერი
ფოთი
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ქართული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: 12 საათიანი ცვლა
სამუშაო ადგილი: ფოთი


სამუშაოს მოკლე აღწერა: უსაფრთხოების ოფიცრის - ფუნქციას წარმოადგენს, კომპანიის ტერიტორიაზე უცხო პირთა უნებართვო შესვლის შეზღუდვა, კომპანიის ტერიტორიის შემოვლა და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლი. სატვირთო და სარემონტო ოპერაციებზე დაკვირვება.

ძირითადი მოვალეობები:
  • განახორციელოს ტერიტორიის პერიოდული შემოვლა.
  • შეზღუდოს კომპანიის ტერიტორიაზე უცხო პირთა უნებართვო შესვლა.
  • სამუშაო დღის დასრულებისას, ჩაიბაროს ოფისების და ოთახების გასაღებები.
  • აწარმოოს კომპანიაში დასაქმებულების, კონტრაქტორებისა და ვიზიტორების, კომპანიის ტერიტორიაზე, შესვლა/გასვლის კონტროლი და აღრიცხვა.
  • დათვალიეროს და აღრიცხოს, კომპანიის ტერიტორიაზე შემოსული და გასული მატერიალური ფასეულობები.
  • კომპანიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე, კომპანიაში დასაქმებულებს, კონტრაქტორებს და ვიზიტორებს ჩაუტაროს პირველადი ინსტრუქტაჟი და ალკო ტესტი.
  • აღკვეთოს კომპანიის ტერიტორიაზე მატერიალური ფასეულობის უნებართო მოძრაობა, შეტანა/გამოტანა.
  • განახორციელოს კომპანიის ტერიტორიაზე მიმდინარე, სატვირთო და სარემონტო ოპერაცისბის დაკვირვება კონტროლი.
  • უსაფრთხოების ოფიცერი უშუალოდ ექვემდებარება, უსაფრთხოების სამსახურის უფროსს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო ან პროფესიული განათლება.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.


გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: poti@channelenergy.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.გაცნობებთ, თქვენ მიერ მითითებული გადმოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო“-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან და ამის შესაბამისად, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. ამასთანავე გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „დ“ქვეპუნქტის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით 'poti@channelenergy.ge', ან/და ფოსტის მეშვეობით შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო“-ს იურიდიულ მისამართზე: ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. 52.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი (ზოგადი)
ნახვები 16
უნიკალური ნახვები 15