დღეს - 06 ოქტ
HSE სამსახურის უფროსის თანაშემწე
ფოთი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ქართული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო“ - აცხადებს ვაკანსიას HSE სამსახურის უფროსის თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:00-18:00.
სამუშაო ადგილი: ფოთი

სამუშაოს მოკლე აღწერა: ჯ.შ.უ.გ.დ (HSE) სამახურის უფროსის თანაშემწის - ფუნქციას წარმოადგენს, HSE სამსახურის უფროსისთვის სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადება; კომპანიაში შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი; კომპანიის ტერიტორიის პერიოდული შემოვლა; სხვადასხვა შემოწმებების და ინსპექციების ჩატარება და დოკუმენტაციის მომზადება.


ძირითადი მოვალეობები:
  • განახორციელოს კომპანიის ტერიტორიის ყოველდღიური შემოვლა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევების დაფიქსირება/აღრიცხვა.
  • განახორციელოს კომპანიის ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევების დაფიქსირება და აღრიცხვა.
  • განახორციელოს პორტატული ცეცხლმაქრობების ყოველთვიური ვიზუალური ინსპექციის ჩატარება და სათანადო ანგარიშის წარმოება.
  • მონაწილეობა მიიღოს სამუშაოზე დაშვების ნებართვის დოკუმენტაციის მომზადებაში და ტერმინალის ტერიტორიაზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოს მიმდინარეობის კონტროლში.
  • განახორციელოს სამუშაოზე დაშვების ნებართვის დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი და ყოველდღიური სტატისტიკური ანგარიშების წარმოება.
  • განახორციელოს კონტრაქტორების და ვიზიტორების თანხლება კომპანიის ტერიტორიის ფარგლებში.
  • აწარმოოს დაკვირვების ბარათების გახსნა/დახურვის და შესრულების კონტროლი.
  • მონაწილეობა მიიღოს გარემოსდაცვით თვითმონიტორინგში.
  • მოამზადოს ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლება შესაბამის სფეროში.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • სასურველია ფლობდეს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატს.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: poti@channelenergy.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.გაცნობებთ, თქვენ მიერ მითითებული გადმოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო“-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან და ამის შესაბამისად, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. ამასთანავე გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „დ“ქვეპუნქტის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით 'poti@channelenergy.ge', ან/და ფოსტის მეშვეობით შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო“-ს იურიდიულ მისამართზე: ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. 52.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი (ზოგადი)
ნახვები 26
უნიკალური ნახვები 26