დღეს - 29 ოქტ
ქცევითი თერაპევტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე - ქალაქ თბილისში. (სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე სასურველია მამრობითი სქესი)
„პირველი ნაბიჯი“ ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი

კვალიფიკაცია:
  • ბაკალავრის დიპლომი ფსიქოლოგიაში (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია);
  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის ერთ ან მეტწლიანი გამოცდილება (სასურველია; გამოცდილების არქონის შემთხვევაში აუცილებელი იქნება არაანაზღაურებადი სტაჟირების გავლა)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე (სასურველია);
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატი;

საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითადი პრინციპების ცოდნა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • გამართული კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა

სამუშაო დატვირთვა: სრული

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 30 ოქტომბერი, 2024 . გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ვერ იქნება განხილული.

სამედიცინო
თერაპია/რეაბილიტაცია
ნახვები 2
უნიკალური ნახვები 2