03 ოქტ - 01 ნოე
სტანდარტი
მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2500
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „დიბი ლაბს“-ი ეძებს თანაგუნდელს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია „დიბი ლაბს“-ი წარმოადგენს პროფესიონალური, კომერციული და HI-FI აუდიო/ვიდეო/განათების სისტემების აპარატურის შოუ რუმს.
შოუ რუმში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქცია : L-Acoustics, MA Lighting , Monitor Audio, Clay Paky , JBL, Genelec , Sennheiser , Funktion-One, Allen &Heath, Dynaudio, Pioneer, JVC, Bowers & Wilkins და ა.შ.
ვეძებთ გუნდის შემოქმედებით წევრს, რომლისთვისაც განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს აღნიშნული მიმართულებები და რომელიც სრულფასოვნად მიხედავს კომპანიის მარკეტინგს და კოორდინაცია გაუწევს სოციალურ, ონლაინ და ვებ რესურსების განვითარებას.

ძირითადი მოვალეობები:
  • ორგანიზაციის და მისი ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება.
  • ორგანიზაციის მარკეტინგული გეგმების შემუშავება, მართვა და შემდგომი მონიტორინგი.
  • წლიური მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენა და შემდგომი მონიტორინგი.
  • ბაზარზე ბრენდის პოზიციონირების განსაზღვრა და მისი გაუმჯობესება.
  • საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარება.
  • მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და კოორდინირება.
  • ციფრული არხებისთვის სამიზნე აუდიტორიის შესწავლა და შესაბამისი კამპანიების განხორციელება სხვადასხვა არხების გამოყენებით.
  • პრეზენტაციების, ბანერების დიზაინისა და სხვა საიმიჯო მასალების დიზაინის შექმნა.
  • საკომუნიკაციო ინფორმაციის მომზადება, მედიასთან კომუნიკაცია და ურთიერთობების გაღრმავება კომპანიის უკეთ პოზიციონირებისათვის.
  • ციფრული კამპანიების ეფექტურობის შეფასება, ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება (რეპორტინგი).
  • Google Ads და Display Ads-ების ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
  • სფეროში არსებული ტრენდების მონიტორინგი
  • კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად, საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.

თუ გსურთ იმუშაოთ მეგობრულ გარემოში, ჩართული იყოთ უამრავ საინტერესო, სასიამოვნო და დასამახსოვრებელი პროექტის განხორცილებაში. თუ მომართული ხართ განვითარებაზე, ინოვაციებზე და სიძნელეების დაძლევაზე, მაშინ გელოდებით !
სამუშაო განაკვეთი სრული.

მოთხოვნები :
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
  • სამუშაო გამოცდილება 2 წელი.
  • დაზღვევა, ტელეფონის ნომერი და სხვა კორპორატიული სიკეთეები ადგილზეა.
  • ანაზღაურება 2500 ლარი.

გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე sales@dblabs.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ, აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი
ნახვები 63
უნიკალური ნახვები 62