03 ოქტ - 01 ნოე
უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„ნიკს ჰოლდინგ“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

„ნიკს ჰოლდინგ“ გახლავთ მზარდი, შედეგზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ოპერირებს ინვესტიციებისა და ვაჭრობის მიმართულებით ექვსი განსხვავებული ბრენდით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 საათი, 1 საათი შესვენება;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აღრიცხვის და რეპორტინგის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა
  • რეპორტინგის, ან მონათესავე სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:
  • მონაცემთა ბაზების დამუშავება
  • ფინანსური ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება და ერთიან ფორმატში მოყვან
  • სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტის მომზადება ხელმძღვანელის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
  • პერიოდული ფინანსური უწყისების შედგენა

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პრობლემების მენეჯმენტის/გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
  • ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;

კომპანია გთავაზობთ:
  • კარიერული წინსვლის და დაწინაურების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • Fitpass-ში ჩართვის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე hr@niksholding.com და სათაურის ველში, მიუთითეთ უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)
ნახვები 18
უნიკალური ნახვები 17