04 ოქტ - 01 ნოე
სტარტი
HR სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2000 - 2500 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
Craft Food ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.
Craft Food მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს.
ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა.

სამუშაო პირობები:
  • სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.
  • ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი.
  • ბენეფიტი: დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:
  • თანამშრომელთა მოზიდვის, შერჩევისა და აყვანის პროცესის უზრუნველყოფა.
  • ახალი თანამშრომლების ადმინისტრირება (პირადი საქმეების ორგანიზება, დოკუმენტაციის წარმოება / პოზიციებისათვის განსაზღვრული სახელფასო განაკვეთისა და ბენეფიტების პაკეტების გააქტიურება, მართვა/ცვლილებების ასახვა, მართვა პროგრამულად.
  • ახალი თანამშრომლების ორიენტაციით, Onboarding ტრენინგითა და განვითარების ინდივიდუალური გეგმით უზრუნველყოფა.
  • თანამშრომელთა მოსვლა/წასვლის ყოველთვიური რეპორტის, ტაბელის და განრიგის წარმოება.
  • კომპანიის ჭრილში დაგეგმილი აღიარების / წახალისების / ტრენინგ პროგრამების ორგანიზების უზრუნველყოფა.
  • კომპანიის ჭრილში დაგეგმილი სამივლინებო ვიზიტებისა და საქმიანი ვიზიტით ჩამოსული სტუმრების (ქვეყნის შიდა/გარე) ორგანიზების უზრუნველყოფა.
  • საოფისე ადმინისტრაციული საკითხების კოორდინირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის / სოციალური მეცნიერებების / ბიზნეს ადმინისტრირების განხრით
  • HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • ეფექტური კომუნიკაცია, აქტიური მოსმენა, ემპათია, სანდოობა, გუნდური მუშაობა და სხვა.
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.
  • ინიციატივის მაღალი დონე.
  • პროცესების ანალიზის უნარი.
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა.

რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@craftfood.ge „subject” ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „HR სპეციალისტი".
ადამიანური რესურსები
HR სპეციალისტი
ნახვები 574
უნიკალური ნახვები 535
მსგავსი განცხადებები