04 ოქტ - 02 ნოე
კონკურსი აკადემიური პოზიციების დასაკავებლად
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • დოქტორი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პოზიციების დასაკავებლად: აკადემიური კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებებით:

მევენახეობა - 1 ვაკანსია პროფესორი;
სატყეო საქმე - 1 ვაკანსია პროფესორი;
ფიზიკა - 1 ვაკანსია პროფესორი;
მოლეკულური გენეტიკა - 1 ვაკანსია პროფესორი;
აგრონომია - 1 ვაკანსია პროფესორი;
6 ქსენობიოქიმია - 1 ვაკანსია პროფესორი;
7 ზოგადი ქიმია - 1 ვაკანსია პროფესორი;
მეხილეობა - 1 ვაკანსია - პროფესორი;
კვების ტექნოლოგია - 1 ვაკანსია - ასისტენტ-პროფესორი;
1.10 აგრო-ბიოტექნოლოგია 1 ვაკანსია - პროფესორი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მევენახეობის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს:
  • დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  • სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 10 წლის;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პადაგოგიური საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 8 წლის ისეთ საგნებში როგორიცაა: მევენახეობა; ზოგადი მევენახეობა;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებით;
  • საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • საგრანტო პროექტების განხორციელების გამოცდილება;
  • საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სატყეო საქმის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს:
  • დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  • სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 15 წლის;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 10 წლის ისეთ საგნებში როგორიცაა: ტყეთმცოდნეობა, დენდროლოგია.
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებით;
  • საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • საგრანტო პროექტების განხორციელების გამოცდილება;
  • საკონსულტაციო და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ფიზიკის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს:
  • დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  • სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 15 წლის;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 10 წლის;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებით;
  • უცხოეთის წამყვან სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებთან კოლაბორაციის გამოცდილება;
  • საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში და კვლევით ინსტიტუტებში კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მოლეკულური გენეტიკის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს:
  • დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  • სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 10 წლის;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება ისეთ საგნებში როგორიცაა: მცენარეთა გენეტიკა; ცხოველთა გენეტიკა; ზოგადი გენეტიკა.
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებით;
  • უცხოეთის წამყვან სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებთან კოლაბორაციის გამოცდილება;
  • საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • სამეცნიერო საგრანტო პროექტების განხორციელების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აგრონომიის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს:
  • დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  • სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 15 წლის;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებით;
  • საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • განხორციელებული საგრანტო პროექტები;
  • პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება შესაბამისი მიმაართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ქსენობიოქიმიის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს:
  • დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  • სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 20 წლის;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებით;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება ისეთ საგნებში როგორიცაა: არაორგანული ქიმია; ეკოლოგიური ქიმია;
  • სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში და კონფერენციებში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ზოგადი ქიმიის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს:
  • დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  • სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 10 წლის;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებით;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება ისეთ საგნებში როგორიცაა: ზოგადი ქიმია, არაორგანული ქიმია; ანალიზის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები;
  • სტუდენტური კვლევითი თემების/პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება
  • საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში და კონფერენციებში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მეხილეობის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს:
  • დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  • სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 15 წლის;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებით;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება;
  • საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში და კონფერენციებში მუშაობის გამოცდილება;
  • პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების გამოცდილება, კერძოდ: ხეხილის ახალი ჯიშების საკოლექციო და სადემონსტრაციო-საწარმოო ბაღების დაგეგმვა და გაშენება; საველე და ლაბორატორიულ პირობებში ჯიშების ბიოლოგიური და სამეურნეო თვისებების კომპლექსური შესწავლა-ტესტირება; სარგავი მასალის გამრავლების ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენება (თ-სებური მყნობა, მიჭდობით მყნობა, კალუსის ლოკალური სტრატიფიკაცია); UUpov დესკრიპტორების შესაბამისად პომოლოგიური აღწერების მომზადება და ჯიშების პროფესიული ფოტოგრაფირება.
  • ინგლისური ენის ცოდნა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კვების ტექნოლოგიის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს:
  • დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  • სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 6 წლის;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებით;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება კვების საწარმოთა ორგანიზების მიმართულებით;
  • ხილისა და ბოსტნეულის ნედლად შენახვის ტექნოლოგიების გაუმჯობესების მეთოდების კვლევისა და შენახვა გადამუშავების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავების მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აგრო-ბიოტექნოლოგიის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს:
  • დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  • სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 10 წლის;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებით;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება;
  • საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
  • პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 4 ნოემბრიდან - 2024 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით.

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
  • ბიოგრაფია (CV);
  • სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
  • შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი;
  • ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • პუბლიკაციების ჩამონათვალი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დოკუმენტაციის მიიღება ხდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი - https://form.jotform.com/242522917577464
კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე, იმ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებმაც დააკმაყოფილეს პირველი ეტაპის მოთხოვნები ჩატარდება გასაუბრება (ან საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება საჩვენებელი ლექცია).
კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2024 წლის 8 ნოემბრიდან - 2024 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით. კანდიდატების საბოლოო შერჩევის ვადად განისაზღვრება 2024 წლის 21 ნოემბერი.
შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, კახა ბენდუქიძის კამპუსი.
ვებ-გვერდი: www.agruni.edu.ge
ელ.მისამართი: Vacancy@agruni.edu.ge

მეცნიერება/განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები 0
უნიკალური ნახვები 0