08 ოქტ - დღეს
სტანდარტი
ბრენდ ამბასადორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ქართული,ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „ას ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას „ბრენდ ამბასადორი“ ან „საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი/სარეკლამო სპიკერი“ პოზიციაზე

კომპანიის შესახებ
კომპანია „ას ჯორჯია“ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს, იგი რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული ჰოლდინგის, „ას გრუპ ინვესტმენტის“ შვილობილი კომპანიაა, რომელსაც მრავალ ქვეყანაში წარმატებული კომპლექსური პროექტების მაღალ დონეზე შესრულების 20 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია ახორციელებს ბიზნეს პროექტებს, კონცეფციის შემუშავებიდან მის დასრულებამდე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.
კომპანია „ას ჯორჯიამ“ საქართველოში უკვე განახორციელა 200 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია.

პოზიციის აღწერილობა:
  • ბრენდის ელჩის (წარმომადგენელის) პასუხისმგებლობაა კომპანიის იმიჯზე და პროექტების პოპულარიზაციაზე ზრუნვა სხვადასხვა სოც. მედია არხების საშუალებით. იგი წარმოადგენს AS Georgia-ს სახეს სარეკლამო ვიდეოებში, რომლებიც ზოგად ინფორმაციას მიაწვდის მომხმარებელს კომპანიის პროექტების შესახებ. გარდა ამისა, აღნიშნულ პოზიციაზე მყოფი პირი მიესალმება ახალ კლიენტებს ოფისში, სანამ შეხვდებიან გაყიდვების მენეჯერებს, რაც უზრუნველყოფს პოზიტიურ და ინფორმაციულ პირველ შთაბეჭდილებას მომხმარებლებისთვის.

პასუხისმგებლობები:
  • AS Georgia-ს პროექტების პრეზენტაცია და პოპულარიზაცია სოციალური მედიის სარეკლამო ვიდეოებში.
  • პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიტანა მომხმარებლამდე.
  • ოფისში მოსულ სტუმრებთან შეხვედრა და ზოგადი ინფორმაციის გაცნობა და მათი კოორდინაცია, შესაბამის დეპარტამენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.
  • სოციალური მედიის პლატფორმების და სარეკლამო სტრატეგიების კარგად გააზრება.
  • გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობის უნარი.
  • გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის ან მასთან მომიჯნავე სფეროში არის პლუსი.
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო პირობები:
  • ​​სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
  • ანაზღაურება: 1200 ლარი NET
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@asgeorgia.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები
ნახვები 562
უნიკალური ნახვები 544