შემდეგი
09 ოქტ - 07 ნოე
მიმტანი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, გუდაური
- სრული განაკვეთი
- 1100
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@mphospitality.ge
ტელეფონი: +995 574406309
Marco Polo Hotel Gudauri 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში.
123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. Marco Polo Hotel Gudauri-ში განთავსებულია რესტორანი „სოლიკო“, ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.
Marco Polo Hotel Gudauri აცხადებს მიმტანის ვაკანსიას.
დაქვემდებარება: სასმელების და კვების დეპარტამენტის მენეჯერთან, სერვის მენეჯერთან
სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება, კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 1100 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრების მომსახურება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
- მენიუს სრულფასოვანი ცოდნა შემადგნელობისა და ალერგენების გათვალისწინებით
- შეკვეთების მიღება, ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა, სტუმრის სარესტორნო სივრცეში მიღებისა და გამასპინძლების სრული ციკლის მართვა
- შეკვეთის შეყვანა და სათანადო კონტროლი პროგრამაში
- მაგიდის მომზადება სტუმრისთვის, სერვირება
- რესტორნის სივრცის მოწესრიგებაზე ზრუნვა, სისუფთავის კონტროლი
მოთხოვნები და უნარები:
- ინგლისური ენის ცოდნა
- პასუხისმგებლიანობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები
- დეტალებსა და შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 574406309.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი
ნახვები 118
უნიკალური ნახვები 117