11 ოქტ - 09 ნოე
სანებართვო იურისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"აპარტ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას სანებართვო იურისტის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:
  • მიწის ნაკვეთის წინასაპროექტო და წინასანებართვო კვლევაში ჩართულობა, მიწის პოტენციალის სანებართვო სამართლებრივი ნაწილის შეფასება და სამომავლო იურიდიული რისკების წინასწარი ანალიზი (თბილისსა და თბილისს გარე ტერიტორიებისთვის); K1 და K2 კოეფიციენტების მომატების სამართლებრივი პროცესების მართვა;
  • სანებართვო პროცესებთან (პროექტის შეთანმება / მშენებლობის ნებართვა / გდ / გდგ / გრგ / საგამონაკლისო ღონისძიებების დადგენა / ზონალური შეთანხმებები ) დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის (განცხადებების, განმარტებების, წერილების და სხვა მასალის) შედგენა;
  • საჯარო რეესტრში ფართების რეგისტრაცია;
  • მშენებლობის და საპროექტო ეტაპის სრული სამართლებლივი მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა;
  • პროვაიდერებთან, ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსთან და სატრანსპორტო სამსახურთან სანებართვო პროცესის მხარდაჭერა, კოორდინირება;
  • საპროექტოს ქვეკონტრაქტორების კონტრაქტების მომზადებაში ჩართულობა / საკონტრაქტო პირობების განსაზღვრა / ვადების და მიღება ჩაბარების ეტაპის მონიტორინგი;
  • სამშენებლო ნებართვის აღების შემდგომი ვალდებულებების წინასწარი განსაზღვრა და ანალიზი;
  • მშენებარე ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მხარდაჭერა;
  • ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების და კანონმდებლობაში შესული ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სამშენებლო სამართლის ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი;
  • სამშენებლო - სანებართვო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ანალიტიკური უნარი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.უზნაძის ქ. #4

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზუმე შემდეგ მისამართზე: office@apart.ge 2024 წლის 11 ნოემბრამდე
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,,სანებართვო იურისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
იურიდიული
იურისტი
ნახვები 368
უნიკალური ნახვები 358
მსგავსი განცხადებები