15 ოქტ - დღეს
სტანდარტი
მიმტანი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 0-დან 1 წლამდე
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
რესტორანი ქეთო და კოტე აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მოთხოვნები და კვალიფიკაცია
  • მინიმუმ 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება მიმტანის პოზიციაზე
  • სალარო აპარატთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
  • ყურადღებიანი და მომთმენი სტუმრებისა და თანამშროლების მიმართ
  • კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარის მქონე
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
  • გუნდური მოთამაშე
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარები, სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკის მიმართ
  • აქტიური მსმენელი
  • შეეძლოს დროის მენეჯმენტი
  • იყოს მოწესრიგებული და იცავდეს ჰიგიენურ ნორმებს
  • ორიენტირებული პრობლემების მოგვარებაზე
  • ემოციურად სტაბილური

შესასრულებელი სამუშაო
  • აიღოს შეკვეთა სტანდარტების დაცვის მიხედვით. ჩაიწეროს, პროგრამაში შეიყვანოს და სამზარეულოს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია შეკვეთის შესახებ.
  • უნდა ფლობდეს მენიუზე სრულ ინფორმაციას, სტუმრებს უხსნის კერძებს დეტალლურად, იცის შემადგენლობა, ალერგენები და პორციულად რაოდენობა.
  • მოამზადოს მთლიანი და სრული ანაგრიში სტუმრის წარსადგენად.
  • სტუმრის წასვლის შემდეგ გაასუფთაოს მაგიდა და გაამზადოს ის სტანდარტების შესაბამისად, მიაქვს გასვრილი ჭურჭელი სამრეცხაოში, ცლის ნარჩენებს ნაგვის ურნაში და ათავსებს ჭურჭელს შესაბამის რაქსაში
  • დარწმუნდეს რომ ტერიტორია (რესტორანი) არის მომარაგებული ყველა საჭირო პროდუქტით და თუ ეს ასე არ არის, მაშინ საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი.
  • სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი.
  • მუდმივად არის მოწესრიგებული, იცავს ჰიგიენურ ნორმებს და აცვია შესაბამისი უნიფორმა, მოწესრიგებული ფრჩხილები, თმა.
  • ესწრება ყოველდღიურ შეხვდრებს პერსონალისთვის და ზოგად ტრენინგებს, რომელზეც ინფორმაციას აწვდის ზემდგომი
  • სთავაზობს სტუმარს საუკეთესო მომსახურებას
  • იცავს შინაგანაწესის ყველა წესს
გრაფიკი 5/2, 9 საათიანი.
კომპანია უზრუნველყოფს კვებას, დაზღვევას, ტრანსპორტირებას 00:00 საათის შემდეგ.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ მითითებულ მეილზე : Hr@ketoandkote.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ,,მიმტანი“.

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი
ნახვები 373
უნიკალური ნახვები 361