- სრული განაკვეთი
- 600
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
კომპანია „მისტერ მასტერი“ უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში. საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ - გვერდს :
https://www.facebook.com/mrmaster.ge/
კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს სტაჟირების პროგრამას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 24
სამუშაო გრაფიკი : შეთანხმებით
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე ;
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების გატარება;
- ელექტრონული ზედნადების და ანგარიშფაქტურის მართვა;
- შესყიდვების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება;
- თანამდებობის შესაბამისი სხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბუღალტერია/ფინანსების კუთხით;
- აუცილებელია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
- სასურველია საბუღალტრო პროგრამა 1C - ში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია შემოსავლების სამსახურის საიტზე RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ - ჩვევები :
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- მოტივირებული;
- პასუხისმგებლიანი;
- პუნქტუალური.
ჩვენ გთავაზობთ :
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ანაზღაურება : 600 (NET)
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - HR@mrmaster.ge გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება “ ბუღალტერ - ოპერატორი ‘