21 ოქტ - 14 ნოე
ვიპ
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1000
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია ლოჯისტიკური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მუშაობის განრიგი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 800-1000 ლარი + ბონუსი
მისამართი: კრწანისის ქ ნ24

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და კლიენტთა ბაზის წარმოება;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენა/გაცნობა;
  • შემოსული შეკვეთების დამუშავება, ყოველდღიური რეპორტების მომზადება;
  • დამკვეთის მხრიდან მოწოდებული საბუთების კონტროლი;
  • დადასტურებული შეკვეთების ლოჯისტიკის მენეჯერთან გადამისამართება;
  • შეკვეთის დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
  • კონკრეტული გადაზიდვის ფასის დადგენა და კლიენტისათვის მიწოდება;
  • გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან;
  • კორპორატიულ კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი პორტფოლიოს მართვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები
  • კორპორაციული გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ლოგისტიკაში შესყიდვების ან გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • საბაჟო პროცედურების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

აუცილებელი თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალობა;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hrlogitics@gmail.com
სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)
ნახვები 298
უნიკალური ნახვები 293