17 ოქტ - 15 ნოე
ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერი
თბილისი, ნაძალადევი, ც.დადიანის ქ. (ნაძალადევი)
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია “ფუტურიუმი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე „ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერი“.


ფუტურიუმი სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლის მთავარ ღირებულებაა მომხმარებელზე მორგებული ხარისხიანი ავეჯის წარმოება. ჩვენ ვართ ორიენტირებული მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვაზე და მათთვის შესაბამისი პირობების შექნაზე. დამატებით ჩვენს შესახებ იხილეთ www.futurium.ge, აგრეთვე თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში www.facebook.com/futurium.furniture, www.instagram.com/futurium.furniture


სამუშაო ადგილი: თბილისი, სავაჭრო ცენტი "ქარვასლა", ცოტნე დადიანის ქუჩა 7

პირობები: სრული სამუშაო გრაფიკი



ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჩასაშენებელი და მყარი ავეჯის დაგეგმა და ვიზუალიზება
  • ავეჯის მასალების და მექანიზმების შერჩევა
  • კლიენტებთან ურთიერთობა
  • ჩასაშენებელი და მყარი ავეჯის ფასის დათვლა და შეთავაზების გაკეთება კლიენტისთვის
  • სპეციფიკაციების და ნახაზების მომწოდებელ ქარხანაში გადაგზავნა შეკვეთა
  • ფურნიტურის შეკვეთა მომწოდებლებთან
  • ავეჯის დამზადების მიმდინარეობის მონიტორინგი
  • კლიენტებთან ურთიერთობის სისტემაში (CRM) მუშაობა

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის განხრით
  • სასურველია რუსული ენის კარად ცოდნა
  • აუცილებელია ავეჯის კონსტრუირების პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ავეჯის კონსტრუირების პროგრამის PRO100-ს ცოდნა
  • სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა


ჩვენ გთავაზობთ:

  • ტრენინგებისა და განვითარების პროგრამას
  • კლიენტებთან ურთიერთობის მართვის სისტემაში მუშაობას
  • კარიერულ ზრდას
  • გამოცდილი პროფესიონალების გუნდს
  • კომფორტულ სამუშო გარემოს

კომპანია ფუტურიუმის გუნდი არის ორიენტირებული განვითარებაზე და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ენერგიული, მეგობრული პროფესიონალებისაგან. ჩვენი გუნდის მხარდაჭერით შეგიძლიათ თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება, სწრაფი პროფესიული და კარიერული ზრდა.


დაინტერესებული პირები გამოგვეხმაურეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@futurium.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ „ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერი“.


გისურვებთ წარმატებას!

სამშენებლო, უძრავი ქონება
ინტერიერის დიზაინერი
ნახვები 21
უნიკალური ნახვები 20