17 ოქტ - 31 ოქტ
სტარტი
HR სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ აცხადებს შერჩევას HR სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • სამუშაო ანალიზის პერიოდული ჩატარება და თანამდებობრივი ინსტრუქციების შექმნა/განახლება;
  • ადამიანური რესურსების ინფორმაციული სისტემის მართვა;
  • ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის აყვანა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და ჩართულობა;
  • ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის ხელშეკრულებების დადება, რეესტრის წარმოება, ხელშეკრულებების ვადების კონტროლი;
  • საფინანსო სამსახურისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის მომზადება,
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა პროფესიულ განვითარების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი ღონისძიებებისა და ტრენინგების ორგანიზება;
  • პერსონალის სამოტივაციო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.
  • პერსონალთან დაკავშირებული ინფორმაციის მართვა და შესაბამის ბაზებში ასახვის უზრუნველყოფა;
  • სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • უნივერსიტეტში მიმდინარე აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის/ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი სასურველია);
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება უნივერსიტეტში, ადამიანური რესურსების მართვის სფეროში გამოცდილებას);
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Office).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ „HR სპეციალისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 31 ოქტომბერი.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ადამიანური რესურსები
HR სპეციალისტი
ნახვები 341
უნიკალური ნახვები 330