18 ოქტ - 16 ნოე
წარმოების ხელმძღვანელი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, ძეგვი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„ფაბრიკა 1900“ გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.
„ფაბრიკა 1900“ ეძებს გუნდის ახალ წევრს - წარმოების ხელმძღვანელს

ვაკანტური თანამდებობის შესახებ: სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი

ძირითადი მოვალეობები:
  • წარმოების პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
  • ოპტიმალური შედეგების მისაღებად რესურსების ეფექტური დაგეგმვა - გამოყენება;
  • წარმოების პროცესის ოპერატიული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობის უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების განხორცილება;
  • წარმოების პროცესში ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, მათი დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
  • სამუშაო სივრცის ოპტიმალური დაგეგმარება;
  • თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზი და შეფასება;
  • თანამშრომელთა ოპტიმალურ რაოდენობათა განსაზღვრა, ადამიანური რესურსის ოპტიმალური დაგეგმარება;
  • თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, საჭირო სწავლებების და ტრენინგების დაგეგმვა-განხორციელება და/ან შესაბამის სამსახურთან კომუნიკაცია;
  • თანამშრომელთა სამოტივაციო აქტივობების დაგეგმვა შესაბამის სამსახურებთან ერთად;
  • თანამშრომელთა მხარდაჭერა, პრობლემების ან საჩივრების განხილვა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება;
  • წარმოების პროცესის ოპტიმალური დაგეგმარებისათვის მჭიდრო კავშირი სხვა მენეჯერებთან;
  • მიმდინარე პროცესების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საწარმოს სტანდარტული აღჭურვილობის ტექნიკური ცოდნა;
  • კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცოდნა;
  • MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:
  • გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი;
  • ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება
  • ტრანსპორტირება;

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - წარმოების ხელმძღვანელი

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, „ფაბრიკა 1900“-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
„ფაბრიკა 1900“ გისურვებთ წარმატებებს!
წარმოება/ოპერაციები
წარმოების/ქარხნის მართვა
ნახვები 177
უნიკალური ნახვები 166