18 ოქტ - 16 ნოე
სტანდარტი
გარე გაყიდვების მენეჯერი
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, წნორი
- სრული განაკვეთი
- 650
+ ბონუსი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@baraka.ge
კომპანია,, ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს ამჟამად 12 ქსელურ აგრომაღაზიას.
ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.
გვიხილეთ:
კომპანია,, ბარაქაში ვეძებთ ახალ თანამშრომლებს გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე წნორში.
ბარაქა გთავაზობთ:
- ახალი თანამშრომლები აქტიურად ჩართული იქნებიან აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში, მიიღებენ ახალ პროფესიას და 3 წელიწადში გახდებიან აგრო ბიზნესის ექსპერტები.
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს წარმატების მიღწევის დიდი სურვილი და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი. ასევე სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში განვითარების ინტერესი, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე მივესალმებით კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევების , პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე კანდიდატებს , სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; აუცილებელია ფლობდეს მსუბუქ ავტო-მანქანას.
- შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტრეინინგები , როგორც გაყიდვების კუთხით ასევე აგრო ბიზნესის და ჩვენი პროდუქციის შესახებ , ტრეინინგებს ჩაატარებენ ჩვენი თანამშრომლები და მოწვეული უცხოელი დარგის სპეციალისტები. ტრეინინგები ჩატარდება ჩვენს ოფისში და ადგილზე რეგიონში.
ძირითადი მოვალეობები:
- არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კონტაქტი, მომსახურება;
- პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და ორგანიზება;
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება, შეთავაზების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
- გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
- პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
- მომხმარებლების მოთხოვნილებების განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება;
- ფერმერებთან მუდმივი ვიზიტები და მათი მოზიდვა რეგიონალურ ფილიალებში და მაღაზიებში.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- საწვავის ლიმიტი და ყოველთვიურად მანქანის ცვეთის თანხა
- კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
- მოჭრილ ხელფასს და მუდმივად მზარდი ბონუსის გამომუშავების პერსპექტივას
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, პროფესიულ განვითარებას , მუდმივად მზარდ ანაზღაურების სისტემას: მოჭრილი ხელფასი 650 ლარი (NET) და დამატებით საბონუსე სისტემას , რომელიც არის ხელფასზე გაცილებით მეტი და პირდაპირ მიბმულია გაყიდვების ზრდაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , შაბათი მოკლე დღეა და კვირა დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი : საქართველოს რეგიონები, ფერმერთა მომსახურების ცენტრების მიხედვით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთCVფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@baraka.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება გარე გაყიდვების მენეჯერი წნორში.
გისურვებთწარმატებებს!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 184
უნიკალური ნახვები 183