21 ოქტ - 10 ნოე
სტანდარტი
სატრანსპორტო საშუალებების სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 2000 - 2200
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@award.ge
𝐀𝐰𝐚𝐫𝐝 𝐑𝐞𝐜𝐫𝐞𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 არის წამყვანი სამშენებლო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2011 წელს და თავისი რევოლუციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებაში.
შპს ,,AWARD’’ აცხადებს სატრანსპორტო საშუალებების სპეციალისტის ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება: ტრანსპორტის მენეჯერი
ორგანიზაცია: შპს ,,AWARD’’
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 2000-2200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- სატრანსპორტო საშუალებებზე დასაქმებულ პირთა ყოველდღიური აღრიცხვა ელექტრონულბაზაში, უწყისის წარმოება;
- ახალი თანამშრომლების მიღების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება ადმინისტრაციის მენეჯერისთვის;
- სამშენებლო ობიექტზე საწვავის საჭიროების დადგენა და მისი შესყდვების პროცედურების (მათ შორის, მიმწოდებელ კომპანიებთან კომუნიკაცია და დოკუმენტაციის გაფორმება;) და მიწოდების უზრუნველყოფა.
- სატრანსპორტო საშუალებების მართვა, განაწილება და მათი მუშაობის ხარისხის ყოვედღიური კონტროლი;
- სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, პრობლემების დადგენა და შესაბამის სამსახურზე გადაცემა, საჭიროების შემთხვევაში ლოჯისტიკური უზრუნველყობა.
- კომპანიის მფლობელობაში არსებული ტექნიკის შესაბამისად საჭირო საწვავის ტიპის და ოდენობის განსაზღვრა, საწვავის გაცემა, გაცემული საწვავის ყოველდღიური აღრიცხვა ელექტრონულ ბაზაში და საწვავის მარაგის კონტროლი;
- საწვავის ბარათების აღრიცხვა, გაცემა და საინფორმაციო ბაზის წარმოება/უზრუნველყოფა.
- სამუშაოების წარმოების პროცესში ტექნიკისა და საწვავთან დაკავშირებით გამოვლენილი შეფერხებისა და საჭიროების შესახებ ხელმძღვანელობის დაუყოვნებლივი ინფორმირება, მისი მითითებების შესაბამისად, შემდგომი ქმედებების განხორციელება;
პროფესიული მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე ან/და მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
- MS Office პროგრამებში მუშაობის ცოდნა (მათ შორის Excel)
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორინტირებულობა;
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: vacancy@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 ნოემბერი
გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი (ზოგადი)
ნახვები 224
უნიკალური ნახვები 219