შემდეგი
06 ნოე - 20 ნოე
სტარტი
დისტრიბუციის გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@citadeli.com
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება, სადისტრიბუციო კლიენტების ბაზების ფორმირება და გაფართოება;
- კომპანიაში არსებული სამშენებლო-სარემონტო მასალების შესახებ კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- შეთავაზების გაკეთებისა და პროდუქტების მიწოდების პროცესების ორგანიზება;
- არსებულ დილერებთან, მაღაზიებთან, საწარმოებთან თანამშრომლობის გაფართოება და ახალი კლიენტების მოზიდვა;
- დისტრიბუციის მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
- კლიენტებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ფორმირება;
- კომპანიის გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
- საფასო პოლიტიკის შემუშავება, არსებული სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზრის კვლევა და ანალიზი;
- მომხმარებელთა განწყობის შესწავლა და ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება;
- დებიტორული დავალიანებების მართვა და კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- მართვის მოწმობა
- საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
- გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები
- კომუნიკაბელური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორაგანიზებული;
- ოპერატიული;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აგლაძის 32,
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი,
დისტრიბუცია
ნახვები 185
უნიკალური ნახვები 182