24 ოქტ - 21 ნოე
სტანდარტი
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Georgia@noventiq.com
Noventiq Georgia აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
Noventiq Georgia არის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია IT მიმართულებით, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2010 წლიდან მოღვაწეობს. ჩვენი სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ლონდონში.
დღევანდელ დღეს Noventiq Georgia ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად არის აღიარებული დარგში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტაბილურობა, არამედ ცვლილებებისა და ინოვაციების მიღება. ვეძებთ განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის გზებს. პირველ რიგში, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ვაფასებთ და პატივს ვცემთ თითოეულ თანამშრომელს, მხარში ვუდგავართ ერთმანეთს და ვზეიმობთ ყველა წარმატებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა;
- საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება და პრეზენტაციების ჩატარება;
- სანდო და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება პარტნიორ კომპანიებთან;
- პროექტების მართვა ინიციატივიდან დასრულებამდე;
- მომხმარებლის კონსულტაცია და გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (მინიმუმ B1);
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება კორპორატიულ გაყიდვებში;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- აქტიური გაყიდვების ძირითადი პრინციპების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას + კვარტალურ და წლიურ ბონუსებს;
- თქვენი გამოცდილების მიხედვით მორგებულ ინდივიდუალურ გაყიდვების გეგმას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის პროფესიული სასერტიფიკატო კურსების დაფინანსებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Georgia@noventiq.com. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია:
Noventiq Georgia იზიარებს და ემორჩილება დისკრიმინაციის ამკრძალავ პოლიტიკას და კანდიდატებს არ განასხვავებს სქესის, ასაკის, რასის, ეროვნების, რელიგიის ან შეზღუდული შესაძლებლობების მიხედვით ან/და სხვა ნიშნის გამო.
თქვენი პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის რეზიუმე, დამუშავდება და შეინახება 2 წლის ვადით მომავალში შესაძლო ვაკანსიების განხილვის მიზნით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამჟამინდელი პოზიცია არ შეესაბამება თქვენს პროფილს
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)
ნახვები 93
უნიკალური ნახვები 83