12 ნოე - 21 ნოე
სტარტი
ოფისის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: t.okriashvili@borun.ge
ბორან ლაითი (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო გრაფიკი ორშაბათი - პარასკევი 08:30 – 17:30
1500-2000 ლარამდე კვალიფიკაციის შესაბამისად
სამსახურის ტიპი: სრული განაკვეთი, ოფისში
კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: ოსრამი, ლუქსრამი, ტოლსენი, ქროუნი, ეინჰელი, ბლექ & დეკერი და ა.შ.
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.
მოვალეობები:
- შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება
- ოფისში შემოსული საფოსტო გზავნილების მიღება და ადრესატისთვის ჩაბარების უზრუნველყოფა
- დახმარების გაწევა კომპანიის ღონისძიებების დაგეგმვაში და ორგანიზებაში.
- თანამშრომლების ჩანაწერების შენარჩუნება და განახლება HR მონაცემთა ბაზებსა და სისტემებში.
- დახმარება რეკრუტირებასთან დაკავშირებით:
- თანამშრომელთა მიღების პროცედურების მართვა :
- თანამშრომელთა დოკუმენტების მომზადება და მართვა: როგორიცაა სამუშაო კონტრაქტები და ბრძანებები , მათ შორის დოკუმენტების ფაილების და ჩანაწერების ორგანიზება და შენარჩუნება, როგორც ელექტრონული, ისე საქაღალდე.
- ორიენტაცია: საორიენტაციო სესიების ჩატარება ახალი თანამშრომლებისთვის კომპანიის კულტურის, პოლიტიკისა და პროცედურების გაცნობის მიზნით.
- უზრუნველყოს ზოგადი ადმინისტრაციული მხარდაჭერა HR დეპარტამენტისთვის.
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება-კომპეტენციის ფარგლებში.
- ყოველკვირეული რეპორტინგი , კვირის მანძილზე გაკეთებული სამუშაოებისა და მომავალი ერთი კვირის განმავლობაში გასაკეთებელი საქმეებისა.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
- Microsoft Excel-ის, Outlook-ის და სხვა საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
- უნარი კომპანიის სპეციფიკური პროგრამის შესასწავლად (ტრენინგს გავუწევთ).
- ორგანიზების და მულტითასქინგის უნარი.
- პრობლემის სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა.
- კომუნიკაბელური;
- აქტიური, თავაზიანი, შრომისმოყვარე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები 403
უნიკალური ნახვები 388