28 ოქტ - 24 ნოე
სტანდარტი
პროექტის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@apartgroup.com
"Apart Group"-ში შემავალი სამშენებლო კომპანია აპარტ ქონსთრაქშენი, რომელიც ახორციელებს მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს საქართველოს ბაზარზე, აცხადებს კონკურსს პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მ.ბროსეს #2
სამუშაო ადგილი: თბილისი, მ.ბროსეს #2
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უნარები და შესაძლებლობები:
კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო პროექტებში ჩართვის და განვითარების შესაძლებლობას.
თუ თქვენ პასუხობთ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნოთ რეზუმე შემდეგ მისამართზე: hr@apartgroup.com არა უგვიანეს 2024 წლის 25 ნოემბრისა
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „პროექტის მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
- მის კომპეტენციაში შემავალი სამშენებლო პროექტის მართვა და ზედამხედველობა, პროექტით გათვალისწინებული მიზნების და ამოცანების შესრულება;
- პროექტში დაინტერესებულ და ჩართულ პირებთან, მათ შორის დამკვეთთან, ქვე-კონტრაქტორებთან, და ა.შ. ურთიერთობების დამყარება, მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პროექტის კალენდარული გრაფიკის მომზადება შესაბამის საინჟინრო პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის, მასალების და მომსახურების მიწოდების გრაფიკის მომზადება;
- ფასის შეთანხმება მასალებსა და სამუშაო ძალასთან დაკავშირებით და ხარჯთ-ეფექტური გადაწყვეტილების მიღება პროექტის ბიუჯეტთან შესაბამისობაში;
- პროექტის ფინანასური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
- სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი; სამუშაოთა წარმოების მეთოდოლოგიების მომზადება;
- პროექტის დაწესებული ხარისხის სტანდარტით შესრულების უზრუნველყოფა;
- შრომის უსაფრთხოების ინჟინერთან ერთად სამუშაოთა წარმოების შრომით უსართხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასების უზრუნველყოფა;
- სამუშაოების და მასალების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;
- გეგმების, ნახაზების, მოცულობების და BOQ გადამოწმება;
- მასალების ფასის შეთანხმება, და ხარჯთ-ეფექტური გადაწყვეტილების მიღება პროექტის ბიუჯეტთან შესაბამისობაში;
- დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
- პროექტის ფარგლებში დაქვემდებარებული გუნდის მართვა, მათ შორის, ქვეკონტრაქტორების და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ზედამხედველობა;
- დაგეგმილი და ფაქტობირივი ბიუჯეტის თანხვედრის შესახებ პერიოდული რეპორტის მომზადება პროექტების მართვის განყოფილების უფროსის მიერ მოთხოვნილი ფორმატითა და პერიოდულობით;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური პროგნოზების მომზადება პროექტის პროგრესის გრაფიკთან დაკავშირებით და პროექტების პორტფოლიო მენეჯერისთვის რეპორტინგი.
- პროექტების მართვის განყოფილების უფროსის ინფორმირება ყველა იმ საჭირო ინფორმაციით, რომელიც ეხება პროექტის მიმდინარეობას, მონიტორინგსა და კონტროლს.
- საჭიროებისამებრ, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
- საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობით წარმართვის უზრუნველყოფა
- უმაღლესი განათლება ტექნიკური/ სამშენებლო მიმართულებით (მაგისტრის ხარისხს მიენიჭება პრიორიტეტი);
- სამშენებლო სექტორში პროექტების მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;
- პროექტის მართვის ცოდნა და უნარები (ფორმალურ განათლებას პროექტის მართვაში მიენიჭება უპირატესობა)
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- MS office-ის მაღალ დონეზე ფლობა;
- სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
- MS Project-ისა და AutoCAD-ის სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
უნარები და შესაძლებლობები:
- კარგად განვითარებული მენეჯერული და ანალიტიკური უნარი;
- ეფექტურად კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების და პრობლემის დროულად გადაჭრის უნარი;
- დროის რაციონალურად მართვის უნარი;
- სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის უნარი.
კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო პროექტებში ჩართვის და განვითარების შესაძლებლობას.
თუ თქვენ პასუხობთ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნოთ რეზუმე შემდეგ მისამართზე: hr@apartgroup.com არა უგვიანეს 2024 წლის 25 ნოემბრისა
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „პროექტის მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
სამშენებლო, უძრავი ქონება
სამშენებლო პროექტების მართვა
ნახვები 431
უნიკალური ნახვები 407