დღეს - 13 დეკ
საინჟინრო სისტემების პროექტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
საინჟინრო სისტემების პროექტირება.
საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო სისტემების პროექტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
  • MEP ინჟინერიის მუშა პროექტის დამზადება (წყალმომარაგება-წყალარინება, გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, ხანძარქრობა.)
  • საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა ტექნიკური დავალების მიხედვით;
  • კონსტრუქციის თბოდანაკარგების დაანგარიშება ექსელის ფაილში;
  • სპეციფიკაციის ამოღება საინჟინრო პროექტიდან;
  • პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • პროექტის შესაბამისობა საკანონმდებლო მოთხოვნებთან;
  • პროექტში დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო ან არქიტექტურის განხრით;
  • ანალოგიურ სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად);
  • ArchiCad, AutoCad MEP და Revit პროგრამების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (მაიქროსოფთ პროჯექტი, MS Office);
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;

პროფესიული უნარები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
სამშენებლო, უძრავი ქონება
სამშენებლო პროექტების მართვა
ნახვები 2
უნიკალური ნახვები 2