25 ოქტ - 23 ნოე
საწყობის თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 + ბონუსი
  • საშუალო განათლება
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ინსტა” ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 26 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. “ინსტას” მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 10 000-მდე დასახელების პროდუქტი. “ინსტა”-ს თანამშრომლები ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას.
ლოჯისტიკურ ცენტრსა და სასაწყობე ტერიტორიაზე გვესაჭიროება საწყობის თანამშრომელი

პოზიციის ზოგადი აღწერილობა:
კომპანიის პროდუქციის დასაწყობება, გადაადგილება, აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, შეგროვება, ტვირთის სატრანსპორტო საშუალებაში განთავსება.

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობის სტრუქტურის და მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • პროდუქციის მიღება-გაცემა, დახარისხება, დასაწყობება და სატრანსპორტო საშუალებაში განთავსება;
  • პროდუქციის აღწერა-ინვენტარიზაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში მძიმე ტექნიკა-დანადგარების გამოყენებით ტვირთის გადაადგილება;
  • საწყობის დარბაზის მოწესრიგება: სამუშაო ადგილის სისუფთავის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მობილიზებისა და მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ?
  • კორპორატიული დაზღვევა
  • დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, ა. ქართველიშვილის N 12
  • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
  • ანაზღაურება - ფიქს. 1200ლ. + ბონუსი (გამოსაცდელი ვადის შემდეგ).

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@insta.ge
კონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 24 ნოემბერი.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.insta.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს „ინსტა“-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, „ინსტა“-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს „ინსტა“-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

შპს „ინსტა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 110
უნიკალური ნახვები 107