დღეს - 26 ნოე
ვიპ
იურისტი-სამართალდამცავი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- რუსული,ქართული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: mydreamwork999@gmail.com
„ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: იურისტი-სამართალდამცავი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
მოთხოვნები კანდიდატებისთვის:
- საქართველოს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის სიღრმისეული ცოდნა, სასამართლო პრაქტიკა აუცილებელია;
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- სამოქალაქო საკითხებში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- რუსული და ქართული ენების თავისუფლად ფლობა გამართული გრამატიკით (წერითი და სასაუბრო);
- სხვადასხვა ინსტანციებისთვის წერილების, მიმართვების მომზადების გამოცდილება;
- შედეგზე ორიენტირებული მოტივაციის მაღალი დონე;
ვალდებულებები:
- საქველმოქმედო ფონდში მოქალაქეთა მომართვებთან მუშაობა;
- იმ მოქალაქეთა საკითხების გადაჭრა, რომლებიც დახმარებისთვის მოგვმართავენ: წერილების, იურიდიული დოკუმენტების, კონსულტაციების, მიმართვების მომზადება კომპანიებში, ორგანიზაციებში, ხელისუფლების ორგანოებში, სასამართლოებში საკითხების გადაჭრისა და დახმარების მიზნით. დახმარების მთხოვნელი თითოეული ადამიანის/ოჯახის პრობლემის დეტალურად დამუშავება, მოქმედების გეგმის, ვადების დასახვა, აგრეთვე, რის გაკეთება შეიძლება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში;
- ხელმძღვანელობის დავალებით მოთხოვნების/პასუხების მომზადება ოფიციალური ორგანოებისთვის;
- მონაწილეობის მიღება ფონდის საქმეებისთვის წარმოებულ სასამართლო განხილვებში;
- ფონდის ხელმძღვანელობასა და დამფუძნებელთან ხაზზე ყოფნა დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში (ზარზე პასუხი). თუმცა ასეთი რამ პრაქტიკულად არ ხდება!
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი 9.00—18.00 ქ. თბილისში;
- ხელფასი – 1000-1500 დოლ. საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსით ლარში + პრემიები კარგად შესრულებული საქმისთვის.
- მუშაობის პირველი თვე – სტაჟირება – 800 დოლ., რომელიც შეიძლება უფრო ადრე დასრულდეს: ან კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელებით, ან სამუშაოდან წასვლით, თუ სტაჟიორის მიერ დეკლარირებული ცოდნა არ შეესაბამება სინამდვილეს და სწავლის სურვილიც არ აქვს!
- უფასოდ სწავლა უკრაინის დამსახურებულ იურისტთან, სამართლის დოქტორ ლეონიდ ჩერნოვეცკთან!
- ძალიან მაღალი ხელფასით მაღალი კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
ყურადღება! მისამართი კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის გამოსაგზავნად: mydreamwork999@gmail.com, გამოგზავნის დროს წერილის თემის ველში მიუთითეთ „იურისტი“, რათა ვიცოდეთ, კომპანიის რომელ ვაკანსიას გამოეხმაურეთ.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით!
იურიდიული
იურისტი
ნახვები 674
უნიკალური ნახვები 656