28 ოქტ - 10 ნოე
სტარტი
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
დასახელება : ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი
თარიღი : 28/10/2024-10/11/2024
სამუშაო ადგილი : ვაჟა-ფშაველას 27ბ
სამუშაო გრაფიკი : სრული

შპს ‘’ავერსის კლინიკა’’ აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოზიციაზე ცენტრალურ ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები :
  • კლინიკის სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
  • სამეურნეო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • ბიუჯეტისა და რესურსების მართვა;
  • კლინიკაში MEP სამუშაოების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს კლინიკაში სრული საინჟინრო სისტემების მოწყობასა და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
  • სამუშაო პროცესების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
  • დეპარტამენტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა და კოორდინირება;
  • რემონტებისა და ახალი ფილიალების მშენებლობების კოორდინირება და მართვა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები :
  • ტექნიკური მიმართულების უმაღლესი განათლება, უპირატესობა მიენიჭება უმაღლეს საინჟინრო განათლებას;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ინფრასტრუქტურის, სამშენებლო და საინჟინრო პროექტების მართვაში;
  • სამშენებლო, ინფრასტრუქტურის, პროექტის მართვის, საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტების ცოდნა;
  • ინფრასტრუქტურულ სისტემებში და სტრუქტურებში გამოცდილება – სანტექნიკის, ელექტრო, მექანიკური და გათბობის სისტემებში ცოდნა და გამოცდილება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა: Jira, MS Project, AutoCAD, Revit ან მსგავსი პროგრამული უზრუნველყოფა ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების მართვისთვის;
  • Excel-ის და სხვა ანალიტიკური პროგრამების კარგად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • მენეჯერული და ლიდერული უნარები, მათ შორის დროის და რესურსების მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის და კომუნიკაციის მაღალი უნარი;
  • პრობლემების სწრაფი გადაჭრის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10/11/2024.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!

https://www.aversiclinic.ge/
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 118
უნიკალური ნახვები 112