შემდეგი
30 ოქტ - 28 ნოე
ავტო აუქციონის გაყიდვების მენეჯერი
რუსთავი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy.autolab@gmail.com
კომპანია Auto Lab 7 წელია რაც საავტომობილო სერვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებით ოპერირებს ბაზარზე. Auto Lab ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: ავტო-ტექ მომსახურება, მაღალხარისხიანი ავტონაწილების და ორიგინალი ამერიკული საცხებ-საპოხი მასალების რეალიზება, ავტომობილების შეძენა-ჩამოყვანა. Auto Lab გამოირჩევა კლიენტის ინტერესებზე მორგებული მომსახურების მაღალი ხარისხით. კომპანია სთავაზობს მრავალფეროვან და ინოვაციურ სერვისებს დაინტერესებულ ფიზიკურ, თუ კორპორატიულ პირებს.
კომპანია "Auto-Lab" აცხადებს ვაკანსიას ავტო აუქციონის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში.
ფუნქცია მოვალეობები:
- მსოფლიოს წამყვან ავტო აუქციონებში აქტიური მონაწილეობა;
- მომხმარებლის საჭიროების დადგენა, სწორი კონსულტაციის გაწევა და ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვა;
- როგორც საცალო მომხმარებელთან ასევე დილერებთან კომუნიკაცია,შეხვედრების დაორგანიზება ოფისში და მათი დაინტერესება;
- გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა და შესაბამისი აქტივობების ჩატარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე სავალდებულოა;
- კომუნიკაციის და პრეზენტაციის ძლიერი უნარი;
- დისციპლინირებულად მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- სამუშაო საათები: 16:00 – 00:00 სთ
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.autolab@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია Auto Lab-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანია Auto Lab-ის ბაზაში 1 წლის ვადით.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 46
უნიკალური ნახვები 45