30 ოქტ - 28 ნოე
კატეგორიის მენეჯერი
თბილისი, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • 2500
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ჯიბე cash & carry სურსათის საბითუმო ქსელი აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე
კომპანია არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის N 9
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, თვეში 2 შაბათი - 10:00-14:00
ანაზღაურება: 2500 (მზარდი)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კატეგორიის სტრატეგიის განსაზღვრა;
  • ასორტიმენტის ფორმირება, საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ობიექტებისათვის ინდივიდუალური ასორტიმენტების შექმნა;
  • პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება და კონტროლი;
  • მერჩენდაიზინგული სტანდარტების დადგენა;
  • გეგმების ეფექტური შესრულებისა და მაღაზიებში ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება აქციებისა და კომერციული პირობების შესახებ;
  • უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამუშაო პროცესთან დაკავშირებული, მიმდინარე ამოცანების და პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზების დასახვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით
  • სასურველია სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის ცოდნა
  • კანდიდატისთვის უპირატესობად ჩაითვლება ძლიერი მათემატიკური უნარები
  • კანდიდატისთვის უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა "აპექსის" ცოდნა
  • შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მისამართზე: HR@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ბუღალტერია/ფინანსები
მენეჯერული აღრიცხვა
ნახვები 226
უნიკალური ნახვები 210