04 ნოე - 03 დეკ
სტანდარტი
წარმოების კალკულაციებისა და აღრიცხვის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy.legateau@gmail.com
რესტორნების ქსელი ლეგატო აცხადებს ვაკანსიას წარმოების კალკულაციებისა და აღრიცხვის მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი.
სამუშაოს ხანგრძლივობა: 10 საათიდან 18 საათამდე;
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
- ბიზნესის მართვისა და ფინანსური აღრიცხვის პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე, წარმოების სფეროში, მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Exel -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
სამუშაოს აღწერილობა:
- ყოველთვიური აღწერის შედეგების დამუშავება და პროგრამული ასახვა;
- ნედლეულის თვითღირებულებების კონტროლი;
- მოწოდებული ინფორმაცის საფუძველზე კალკულაციების - რეცეპტების მომზადება და პროგრამული ასახვა;
- გაყიდული პროდუქციის საფუძველზე თვითღირებულებების პროგრამული წარმოება და კონტროლი;
- აღწერის შედეგებზე დაყრდნობით ნედლეულის გადახრების ანალიზი;
- ვადაგასული პროდუქციის საგადასახადო ჩამოწერა;
- გაყიდული პროდუქციის სტატისტიკა და ანალიზი.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "ლეგატოს“ პროფესიონალთა გუნდს გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy.legateau@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
ბუღალტერია/ფინანსები
მენეჯერული აღრიცხვა
ნახვები 145
უნიკალური ნახვები 136