31 ოქტ - 18 ნოე
სტანდარტი
პროექტ მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@detra.ge
დეტრა ჯგუფის საქმიანობა სრულ საინჟინრო, საპროექტო და საინსტალაციო სპექტრს მოიცავს.
კომპანია ახორციელებს, MEP პროექტირებას, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და საინჟინრო სისტემების სრული სერვისებით უზრუნველყოფას.
ვთანამშრომლობთ მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებთან, შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტი მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტისა და სერვისის მიწოდებაა.
„დეტრა ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე,
ძირითადი მოვალეობები:
- Მობილიზაციის ვადაში ქმნის პროექტის პორტფელს და თავს უყრის ყველა საჭირო დოკუმენტაციას+ანგარიშებს;
- Პროექტის მიმდინარეობისას თანამშრომლებთან ყოველკვირეული შეხვედრების ჩატარება;
- საიტ მენეჯერისა და მუშა ჯგუფების მართვა;
- საიტის მონახულება და მობილიზაციის გამოცხადება ხელშეკრულების მიხედვით;
- სამუშაო-გეგმა გრაფიკის შედგენა შესყიდვების და ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად;
- სამუშაოს ფინანსური გრაფიკის შედგენა და მუდმივი ანგარიშგება ფინანსურ მენეჯერთან.
- შესყიდვების გრაფიკის ჩამოყალიბება შესყიდვების მენეჯერთან ერთად და მუდმივი განახლება, შეთანხმებების დაცვა და კონტროლი;
- ტექნიკურ დეპარტამენტთან და შესყიდვებთან ერთად ტექნიკური პერსონალის მობილიზაცია
- გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების მენეჯერის რეკომენდაციების გათვალისწინებით სამუშაოების დაწყება.
- შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური ანგარიშგების მიღება საიტ მენეჯერისგან და კონტროლი.
- ფორმა ორის მომზადება საიტ მენეჯერისგან მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით საჭიროებისამებრ.
- დაადასტუროს საიტ მენეჯერის მიერ გამოგზავნილი შეკვეთების ნამდვილობა.
- დამკვეთის მიერ დადასტურებული ფორმა ორის მიხედვით მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება.
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია პოზიციის ფუნქციებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით;
- AutoCad და AutoCad MEP პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- სამუშაო გამოცდილება: 1 წელი
საჭირო უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ოპერატიულობა;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილის მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქ.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@detra.ge
ელ-ფოსტის სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
CV-ს დასახელებაში მიუთითეთ აპლიკანტის სახელი და გვარი.
სამშენებლო, უძრავი ქონება
სამშენებლო პროექტების მართვა
ნახვები 167
უნიკალური ნახვები 161