05 ნოე - 15 ნოე
ანაზღაურებადი სტაჟირება - ტექნიკურ დეპარტამენტში
თბილისი
  • სტაჟირება
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ქართული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია დომუს კონსტრაქშენი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ტექნიკურ დეპარტამენტში, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ კომპანიის მშენებლობის და ფინანსების მიმართულების საქმიანობას და მენტორთან ერთდ, უშუალოდ ჩაერთოთ მიმდინარე პროცესებში, მათ შორის:
  • პროექტის ამონაკრების საფუძველზე ხარჯთაღრიცხვის შედგენა მასალების სპეციფიკაციისა და ტიპის მიხედვით;
  • პროექტის ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება და განსაზღვრა;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის (ფასი, მოცულობა და ა.შ.) დადგენა, ანალიზი;
  • აქტიური ჩართულობა პროექტის ბიუჯეტის შემუშავების პორცესში;
  • პროექტში ჩართული მხარეებისგან - არქიტექტორებისგან/ინჟინრებისგან პროექტთან დაკავშრირებული საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა, განმარტებით შეხვედრებზე დასწრება;
  • გახარჯული მასალების ჩამოწერა;
  • ფორმა 2 -ების შედგენა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
  • პროექტის მენეჯერთან შეთანხმებით, თითოეული ეტაპის მიმდინარეობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
  • დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შედგენა.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე + დასაქმების პერსპექტივა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი - ბიზნეს ადმინისტრირების 4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.

ცოდნა და უნარები:
  • ქართული (გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია);
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Excel კარგი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სიზუსტე - ყურადღება დეტალების მიმართ;
  • შრომისმოყვარეობა - მოტივირებულობა;
  • პასუხისმგებლობა - შედეგზე ორიენტირება;
  • დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი - მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
  • ნდობა და პატივისცემა კოლეგების მიმართ - გუნდურობა;
  • პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა.

შერჩევის ეტაპები:
  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე career@domusi.com განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15/11/2024. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ სტაჟირების პროგრამა ტექნიკურ დეპარტამენტში.
კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე და არა რასის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის იდენტურობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ- ფოსტაზე: career@domusi.com
სამშენებლო, უძრავი ქონება
სამშენებლო პროექტების მართვა
ნახვები 15
უნიკალური ნახვები 14