შემდეგი
30 ოქტ - 28 ნოე
სტაჟირება
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: aisicentergeorgia@gmail.com
ა.ა.ი.პ. სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი ,,აისი" აცხადებს სტაჟიორების მიღებას სერტიფიცირებული სტაჟირების ფარგლებში დასაქმების პერსპექტივით.
ხანგრძლივობა: 3 თვე
განაკვეთი: შეთანხმებით
ლოკაცია: თბილისი, ავჭალა, მანაგაძის ქუჩა #21 (ცენტრი უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებასა და კვებას)
ცენტრი “აისი” დაფუძნდა 2001 წელს და ემსახურება ინტელექტუალური სფეროს დარღვევის მქონე შშმ პირებს 2 პროგრამის ფარგლებში 6-18 წლამდე და 18-45+ ასაკის ბენეფიციარებთან.
კვალიფიკაცია:
- ფსიქოლოგიის, ინკლუზიური განათლების ან მომიჯნავე სფეროს სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Google Suite);
- სასურველია, ბავშვებთან ან/და შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
- კრეატიულობა.
სტაჟიორი შერჩეული სამუშაო საათების განმავლობაში ჩაერთვება ცენტრის ყოველდღიურ საქიამობაში, მონაწილეობას მიიღებს ბენეფიციართა ჯგუფებში სხვადასხვა აქტივობებსა და სესიებში (მუსთერაპია, არტთერაპია, აკადემიური სესია, კოგნიტური უნარების განვითარება, სამკერვალოს საათი და ა.შ.).
ცენტრი "აისი" შშმ პირთა სარეაბილიტაციო ფსიქოლოგიური სამუშაო მიმართულებების გარდა, დაინტერესებულ კრეატიულ პირებს ასევე სთავაზობს "აისის" სოციალური მეწარმეობის მიმართულებაში ჩართვის შესაძლებლობებს, როგორც პროექტის კოორდინატორი, ფასილიტატორი და სხვ. ცენტრში ფუნქციონირებს "აისის" მარანი, სათბურები, ხეხილის ბაღი, სამკერვალო, პროდუქტის ჯიხური, აისის x გუდვილი და ა.შ. ყველა ინიციატივა ემსახურება შშმ ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომაზდებასა და დასაქმებას.
ცენტრი სტაჟიორებსა და თანამშრომლებს გამოცდილებების მრავალმხრივ დაგროვებას სთავაზობს შშმ პირებისთვის შექმნილ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გარემოში.
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი - 10:00 - 16:00
ცენტრის გვერდი - https://www.facebook.com/aisi.ge
კონტაქტი:+995577048973
+995592090091
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ორგანიზაციის იმეილზე aisicentergeorgia@gmail.com და subject-ში მიუთითოთ ,,სტაჟირება".
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 152
უნიკალური ნახვები 146