31 ოქტ - 30 ნოე
სტანდარტი
კატეგორიის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@oneprice.ge
OnePrice, აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
OnePrice არის ბაზარზე ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი მაღაზიათა ქსელი (უკვე ცხრა ფილიალი), რომელმაც მოკლე დროში მოიპოვა ათასობით მომხმარებლის სიყვარული, შესთავაზა პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და დაბალი ფასები.
ძირითადი მოვალეობები:
- მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება ( სასურსათო დარგში,როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტი);
- კატეგორიის მუდმივი ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიის განსაზღვრა;
- ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
- ფილიალების მიხედვით ასორტიმენტის განსაზღვრა;
- აქციების ორგანიზება;
- რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების B2 დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- გუნდურობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია https://forms.gle/gbFLaWVqLrG85HMt7; ან გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები მეილზე: hr@oneprice.ge
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
კატეგორიის მენეჯერი
ნახვები 130
უნიკალური ნახვები 122