14 ნოე - 13 დეკ
ვიპ
სამოქალაქო მშენებლობისა და იზოლაციის კატეგორიის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@ec.ge
„თიფოქსი“ სამრეწველო სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის B2B ბაზარზე ლიდერი კომპანიაა. ბრენდი მსოფლიოში წამყვანი პრემიუმ კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში. კომპანიის ბიზნეს მოდელი პასუხობს სამშენებლო ბაზრის მოთხოვნებს და სექტორს პრემიუმ ხარისხის პროდუქციასთან ერთად სთავაზობს კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას.ჩვენი მიზანია მომხმარებელისთვის სამშენებლო პროცესის გამარტივება.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.tfox.ge
კომპანია „თიფოქსი“ აცხადებს ვაკანსიას სამოქალაქო მშენებლობისა და იზოლაციის კატეგორიის მენეჯერი პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
რისი გაკეთება მოგიწევს?
- სამშენებლო კატეგორიის სტრატეგიის განსაზღვრა;
- საფასო პოლიტიკის სწორად დაგეგმვა/კონტროლი;
- მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებელ კომპანიებთან;
- კატეგორიის გაყიდვების მონიტორინგი და კონკურენტების ასორტიმენტისა და ფასების მუდმივი ანალიზი;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება აქციებისა და კომერციული პირობების შეთანხმება;
- უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამუშაო პროცესთან დაკავშირებული, მიმდინარე ამოცანების და პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზების დასახვა
- ალტერნატიული მომწოდებლების ბაზების ფორმირება და მუდმივი განახლება;
- საერთაშორისო გამოფენებზე დასწრება, სიახლეების და ტრენდების შესწავლა/მოგროვება
- კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა სტანდარტების შესაბამისად რეპორტების მომზადება და ანალიზი.
რა უნდა იცოდე?
- აუცილებელია ინგლისური ან/ და რუსული ენების ცოდნა;
- აუცილებელია MS Office - ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება; (Excel/power point);
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ჩვენ რას გთავაზობთ
- სექტორში კონკურენტულ ანაზღაურებას;
- გამჭირვალე საბონუსე სისტემას;
- ტრენინგებს;
- Onboarding-ის გამართულს სისტემას გუნდში მარტივი ინტეგრაციისთვის;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass ;
- კორპორატიულ ნომერს;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV ფოტოს სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2024 წლის 14 დეკემბრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „თიფოქსმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს თიფოქსის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
კატეგორიის მენეჯერი
ნახვები 138
უნიკალური ნახვები 136