შემდეგი
31 ოქტ - 29 ნოე
სტანდარტი
ბრენდის გაყიდვების მენეჯერი
საქართველოს მასშტაბით
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@shaba.ge
დასახელება: ბრენდის გაყიდვების მენეჯერი. მომწოდებელი: შპს ,,შაბა’’
გამოქვეყნდა: 31.10.2024/ბოლო ვადა: 30.11.2024
სადისტრიბუციო კომპანია ,"შაბა"-ს ესაჭიროება მაღალკვალიფიციური კადრები ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ბრენდის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საქართველოს მასშტაბით.
ძირითადი მოვალეობები:
- ბრენდის განვითარების სტრატეგიის შექმნა
- ბრენდის სამოქმედო გეგმის, მარკეტინგული აქტივობებისა და ბიუჯეტის ფორმირება,
- კონკურენტი ბრენდების ანალიზი და მიმდინარე ბრენდის პოტენციალის განსაზღვრა,
- სამომხმარებლო ბაზრის კვლევა, ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, საბაზრო პოტენციალის განსაზღვრა,
- ბრენდის საფასო სტრატეგიის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება,
- მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება,
- BTL აქციების მოფიქრება, ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება,
- ბრენდისთვის საჭირო პოს მატერიალების მომზადება,
- ბრენდის ყოველთვიური ანალიზი და მონიტორინგი,
- პრისეილერების, პრომოუტერების, მერჩენდაიზერებისა და პარტნიორი კომპანიების კონსულტანტების ტრეინინგი. მათთვის ბრენდზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.
მოთხოვნები:
- ბრენდ მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება FMCG-ის მიმართულებით გამოცდილებას),
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით,
- ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად საუბრის და წერა-კითხვის უნარი,
- ბიუჯეტის მართვის გამოცდილება,
- კრეატიულად აზროვნების უნარი,
- კარგი წერითი და მეტყველების უნარი,
- კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი,
- ანალიტიკურად აზროვნების უნარი,
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office: Word, Excel, Powerpoint, Outlook).
- ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი.
კანდიდატებმა CV წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: vacancy@shaba.ge .
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი
ნახვები 195
უნიკალური ნახვები 192