31 ოქტ - 29 ნოე
მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„ამბოლი“ დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge


„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #14 (სათავო ოფისი)

სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)


ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, აღსრულება, მონიტორინგი და რეპორტინგი;
  • პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ბიუჯეტის შედგენა და მონიტორინგი;
  • სარეკლამო სააგენტოებთან მუშაობა საკომუნიკაციო კამპანიების და კონტენტის შექმნის მიზნით;
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა: მარკეტინგული აქტივობების/ბიუჯეტის/დროების შეთანხხმება და აღსრულება;
  • პროდუქტების დეპარტამენტთან შეთანხმებულად აქტივობების დაგეგმვა;
  • მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის გაზომვა და შესაბამისი ანალიზი;
  • ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, მომხმარებლების და კონკურენტების კვლევა;
  • რეგიონალური მარკეტინგული კამპანიების მართვა, საჭიროებების რეგიონალურ მენეჯერებთან შეთანხმება;
  • პროექტებში საჭიროების მიხედვით ჩართვა დიზაინერების ჯგუფის, ციფრული მარკეტინგის და სხვა საჭირო კადრებთან კომუნიკაცია;
  • არსებული არხების განვითარებისთვის საჭირო პროექტების დაგეგმარება, ბიუჯეტირება, დროში გაწერა და აღსრულება, რეპორტინგი;
  • მარკეტინგული მარაგების კონტროლი და მიზნობრივი განაწილება.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • მარკეტინგული პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა და პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება.


გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2024 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - მარკეტინგული პროექტების მენეჯერი.


გატყობინებთ, რომ თქვენ მიერ კომპანია „ამბოლი“-სთვის მიწოდებული პირადი სახის ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია „ამბოლი“, როგორც თქვენ პერსონალურ მონაცემებს ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად შემდგომი სამი წლის განმავლობაში."


მარკეტინგი, რეკლამა, PR
პროექტის მენეჯერი
ნახვები 113
უნიკალური ნახვები 109