01 ნოე - 21 ნოე
სტანდარტი
საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: geo.it.recruiting@procredit-group.com
ტელეფონი:
პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის პოზიციაზე
პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი,გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.
პროკრედიტ ბანკ საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლიდან შემოსული დვალებების შესრულება და გადამისამრთება შესაბამის განყოფილებებზე
- დავალებების პრიორიტეტიზაცია და მისი დროული შესრულების თვალყურის დევნება
- საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების მომხმარებლებისათვის დახმარების გაწევას და მათთვის ტრეინინგების ჩატარება;
- პროგრამებში User role მენეჯმენტი
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა (B1);
- დაკვირვებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი
- კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი
- დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად და სათანადოდ შესრულების უნარი
თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: geo.it.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ, ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი
განცხადების მიღების ბოლო ვადა 21 ნოემბერი 2024 წელი
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერონალური მონაცემების დამუშავების შესახებ იხილეთ www.procreditbank.ge)
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი
საბანკო
საბანკო(ზოგადი)
ნახვები 262
უნიკალური ნახვები 255
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში