შემდეგი
01 ნოე - 30 ნოე
სტაჟირება შესყიდვების დეპარტამენტში
თბილისი
- სტაჟირება
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruit@gorgia.ge
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს სტაჟირებას შესყიდვების დეპარტამენტში.
კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 მდე თანამშრომელს. კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში.
კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიური სამუშაო გარემო.
ბენეფიტები:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას;
- კვებას;
- ტრენინგებს;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;
- მომწოდებლებთან შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება;
- უშუალო ხელმძღვანელობის რეპორტინგი;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალური
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლიანი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების კარგი უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV აღნიშნულ ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/
გისურვებთ წარმატებას!
შესყიდვები
შესყიდვები(ზოგადი)
ნახვები 80
უნიკალური ნახვები 77