13 ნოე - 12 დეკ
ვიპ
ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
- სრული განაკვეთი
- 1000
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@autotechno.ge
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
„ავტოტექნო“ წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე „ავტოტექნოს“ გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
შპს „ავტოტექნო“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: ზესტაონი, სოფ. არგვეთა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 ლარი (3 თვის შემდგომ 1200net + ბონუსი)
ჩვენ გავაზობთ:
- კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
- კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
- Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
- სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
- მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
- 24 + 4 საშვებულებო დღეს;
- შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბაზარზე არსებული ასორტიმენტის შესწავლა, მათი უპირატესობების განსაზღვრა;
- შესყიდვების პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
- მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და შესწავლა;
- დანახარჯების კონტროლი მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;
- არსებული და პოტენციური მომწოდებლების ბაზის შექმნასა და მუდმივ განახლებაში ჩართულობა;
- კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე მომწოდებელთან თანამშრომლობის პირობების განსაზღვრაში ჩართულობა და მათთან კომუნიკაცია;
- შესყიდვის პროცესისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- შესყიდვასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი, პროგრამულად ასახვა;
- შესყიდვების პროცესის დამოუკიდებლად მართვა;
- პოზიზიასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციონალების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ბიზნეს ადმინისტრირების,ფინანსურ ან შესაბამის სფეროში ;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
- სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
- ანალიტიკურად აზროვნება;
- მათემატიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.
კონკურსის ეტაპები:
- შესარჩევი სიის მომზადება;
- გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
- გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი“.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
შესყიდვები
შესყიდვები(ზოგადი)
ნახვები 67
უნიკალური ნახვები 65