04 ნოე - 03 დეკ
დირექტორის თანაშემწე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
“პალიტრა ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • გენერალური დირექტორის მიერ შეხვედრების, ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • მიღებული კორესპონდენციის განხილვა და პასუხის მოსამზადებლად ინფორმაციის სრულყოფილად მოძიება;
  • გენერალური დირექტორის მივლინებების ციკლის მართვა;
  • პერიოდული რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან, მიმდინარე ამოცანებთან დაკავშირებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30სთ;
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქუჩა #49;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 დეკემბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული თანაშემწე
ნახვები 61
უნიკალური ნახვები 61