- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
სს "ჯორჯიან ქარდი" წარმოადგენს საქართველოს ბანკის შვილობილ, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ მსხვილ საპროცესინგო კომპანის, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 1997 წლიდან. ჯორჯიან ქარდი უზრუნველყოფს ტრანზაქციათა პროცესინგს, ბარათების პერსონალიზაციას, ბანკომატებისა და POS ტერმინალების ინსტალაციასა და მართვას, საგადამხდელო მოწყობილობების შეძენას, მიწოდებასა და მათ შემდგომ მხარდაჭერას, პროექტების მენეჯმენტს, მომხმარებელთა კონსულტირებას, სავაჭრო ობიექტებისა და კლიენტების უწყვეტ მომსახურებას, პროფესიონალურ ტექნიკურ და სხვა საპროცესინგო მომსახურებას.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პოს ტერმინალების საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ლოკაცია - თბილისი, ბელიაშვილის 106.
ძირითადი მოვალეობები:
- სასაწყობე პროგრამაში მუშაობა (FMG), დეტალების გადაცემა ტექნიკურ თანამშრომლებზე
- შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობა საწყობში არსებული საქონლის მიღება-გაცემის თაობაზე;
- ინვენტარის (პოს ტერმინალები, აქსესუარები) მიღება, აღრიცხვა/კონტროლი
- კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით
- პოს ტერმინალების ინვენტარიზაცია/აღრიცხვა 2 კვირაში ერთხელ
აუცილებელი მოთხოვნები:
- შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობა;
- პუნქტუალურობა;
- ენერგიულობა.
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 106; ორშაბათი-პარასკევი, კვირაში არაუმეტეს 40 სთ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული
ფოსტით მისამართზე: hr@gc.ge და სათაურის (,,subject’’) ველში აუცილებლად მიუთითეთ
„საწყობის სპეციალისტი“-ს პოზიცია.